Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2026 წელს. ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, როგორც ყველა თქვენგანისთვის, ასევე ქართული სპორტისათვის. ეჭვგარეშეა, რომ 2025 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გულშემატკივარმა არაერთი გამორჩეული მომენტი იხილა და როგორც ინდივიდუალურმა სპორტსმენებმა – ასევე ეროვნულმა ნაკრებებმა, მსოფლიოს უდიდეს ფორუმებზე ბრწყინვალედ იასპარეზეს.
იმედია ახალი წელი ქართული სპორტისთვის ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე წინა წლები და უფრო მეტ სიხარულს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ქართული სპორტის გულშემატკივრებს.
შესაძლოა იყო გამორჩენილი, დაგვიანებული ამბებიც, მაგრამ ის, რომ თქვენ მაინც ჩვენი ერთგული მკითხველი ხართ, ეს მოტივაციას გვმატებს! ჩვენი გუნდი კი, 2026 წლიდან, კვლავაც თქვენს სამსახურშია, რათა პირველებმა გაუწყოთ ყველა საინტერესო, მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისა თუ წარმატების შესახებ.
გილოცავთ ახალ წელს!
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა




