Spiegel: 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

გერმანიაში 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა – ამ მოთხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას 351 915-მა ადამიანმა მიმართა.

როგორც Spiegel წერს, თავშესაფრის მაძიებელთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 399 მოქალაქემ ითხოვა.

“თაავშესაფრის ყვეალზე დიდი ჯგუფი სირიიდანაა – 104 651 ადამიანი, შემდეგ თურქეთი,- 62 624, ავღანეთი – 53 582, ერაყი – 12 360, ირანი 10 206, საქართველო 9 399 და – 9 028″, – წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ დეკემბერში თავშესაფრის მიღების ახალი პროცედურების რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველად განაცხადი 23 025-მა ადამიანმა მიიღო, ნოემბერში – 35 316 და ოქტომბერში – 31 887.