Spiegel: გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფინანსთა მინისტრს უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფას სთხოვს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ფინანსთა მინისტრს თხოვნით მიმართა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის წელს დამატებით 4 მილიარდი ევრო გამოყოს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ს მხარდასაჭერად მიმდინარე ფედერალურ ბიუჯეტში გამოყოფილი დაახლოებით 7 მილიარდი ევრო ძირითადად გამოყენებულია, ან მათთვის სახელშეკრულებო ვალდებულებები არსებობს.

2024 წლის მეორე ნახევარში ახალი მიწოდებისთვის მხოლოდ 200 000 ევროზე ნაკლები რჩება. ამიტომ პისტორიუსმა ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერს დამატებითი თანხების გამოყოფის თხოვნით მიმართა.

როგორც Spiegel-ი წერს, პისტორიუსმა უკვე არაფორმალურად აცნობა ლინდნერს, რომ უკრაინის შეიარაღების ბიუჯეტი 2024 წლის მეორე ნახევრისთვის კიდევ 4 მილიარდი ევროთი უნდა გაიზარდოს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს სურს აღნიშნული თანხა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის, სასწრაფოდ საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და შესაძლოა მეტი Leopard 1A ტანკის წელსვე მისაწოდებლად გამოიყენოს.

იმავდროულად, Spiegel-ის ცნობით, ფინანსთა მინისტრმა ლინდნერმა ფედერალურ მთავრობას ეკონომიისკენ მოუწოდა. ისეთი დაუგეგმავი ხარჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფა, სავარაუდოდ, მისთვის არასასიამოვნო იქნება. თავდაცვის სამინისტროს კი მიაჩნია, რომ საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება აუცილებელია, რათა ს წინააღმდეგ თავის დაცვა შეძლოს.

„დამატებითი ფინანსების გარეშე, გერმანიიდან უკვე დაწყებული დახმარების მიწოდება, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე დასრულდება“, – წერს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ