SpaceX-ის ღირებულება შესაძლოა $350 მილიარდამდე გაიზარდოს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული სტარტაპი გახდება

SpaceX-ის ღირებულება შესაძლოა $350 მილიარდამდე გაიზარდოს, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული გახდება
SpaceX შეიძლება მალე შეფასდეს 350 მილიარდ დოლარად, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ღირებულ სტარტაპად აქცევს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კოსმოსური კომპანია მორიგი დახურული საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება.
წლის დასაწყისში კომპანია 210 მილიარდ დოლარად, ხოლო ნოემბერში SpaceX-ი $255 მილიარდად იყო შეფასებული. შესაბამისად, თუკი საინვესტიციო რაუნდი მართლაც ამ პირობით დაიხურა, გამოვა, რომ SpaceX-ის შეფასებამ ერთ თვეში 37%-ით იმატა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა SpaceX-ის მიმდინარე საინვესტიციო რაუნდის დროს აქციები სწორედ კომპანიის უკვე არსებულმა დიდმა აქციონერებმა გამოისყიდონ. აღნიშნული საინვესტიციო რაუნდი დახურული იქნება, ხოლო აქციების გასხვისებას და ბოლოდროინდელი ფინანსური მოგების დაფიქსირებას SpaceX-ის თანამშრომლები და ადრეული ინვესტორები შეძლებენ.