SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
„კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა”, – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ორსაფეხურიან რაკეტას გაშვება ილონ მასკის კომპანიის Starbase სასტარტო მოედანზე ჰქონდა ტეხასის შტატის ბოკა-ჩიკასთან მახლობლად.
კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა, Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა.
SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა