Space Perspective-მა კოსმოსური ტურიზმისთვის კაფსულა შექმნა, რომელსაც კოქტეილ-ბარი, საპირფარეშო და Wi-Fi აქვს

ამერიკულმა კომპანიამ Space Perspective წარმოადგინა საცდელი კაფსულა თავისი Neptune-ის კოსმოსური ხომალდისთვის, რომელიც 2025 წლამდე შეძლებს მოგზაურების გადაყვანას კოსმოსის კიდემდე.
Independent-ი წერს, რომ კაფსულა თავის პირველ უპილოტო საცდელ ფრენას უახლოეს კვირებში ჩაატარებს და კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალ წელს კომერციული ფრენებსაც დაიწყებს.
Space Perspective-ის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე დიდი ტურისტული კოსმოსური ხომალდი, რომლის დიამეტრი 4,9 მეტრია და 8 მგზავრისა და კაპიტნის ადგილი აქვს. კონკურენტებისგან -Virgin Galactic-ისა და Blue Origin-ისგან განსხვავებით, სტუმრებს არ მოუწევთ ნულოვან გრავიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
მას კოსმოსში ოდესმე გაფრენილ ხომალდებთან შედარებით ყველაზე დიდი ფანჯრები აქვს. კომპანიის თქმით, ისინი იდეალურია სელფის გადასაღებად და განსაცვიფრებელი პეიზაჟების დასათვალიერებლად.
პარალელურად, მგზავრების კომფორტისთვის იგეგმება კოქტეილ-ბარის, საპირფარეშოს და Wi-Fi-ის მოწყობა. თავად მოგზაურობა 6 საათს გაგრძელდება. ბილეთის ფასი 125 000 დოლარი იქნება.
Space Perspective აცხადებს, რომ მათი ხომალდი „ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მდიდრული და პასუხისმგებლობიანი გზაა კოსმოსში გამოცდილების მისაღებად“.