S&P-ის პროგნოზით, 2040 წლამდე სპილენძზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება და წლიურად 42 მილიონ ტონას მიაღწევს (bm.ge)

S&P Global-ის ვარაუდით, 2040 წლამდე სპილენძზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება და წლიურად 42 მილიონ ტონას მიაღწევს. როგორც S&P-ს ანალიტიკოები აცხადებენ, მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იქნება ს, თავდაცვისა და რობოტების მშენებლობის ინდუსტრიების მიერ.
ზრდის პროგნოზირების პარალელურად, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სპილენძის მოპოვებისა და გადამუშავების მასშტაბები მკვეთრ ზრდას საჭიროებს, რადგან თუ ინდუსტრიამ გაფართოება ამ ტემპით განაგრძო, 2040 წლისთვის მოთხოვნა მიწოდებას 10 მილიონი ტონით გადააჭარბებს. ეს კი შედეგად ფასების მკვეთრ ზრდას და ინდუსტრიის ზრდის მასშტაბების შემცირებას განაპირობებს.
როგორც S&P Global-ის ანალიტიკოსები წერენ, მონაცემთა ცენტრების, ელექტრომობილებისა და თავდაცვის ინდუსტრიებში, ასევე რობოტების მშენებლობაში სპილენძს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის თვისებები აძლევს, რაც მის გამტარუნარიანობასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში სპილენძის უდიდესი მომპოვებლები სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოები, ჩილე და პერუ არიან, რაც შეეხება გადამუშავებას, ამ კუთხით უპირობო ლიდერის პოზიციას ჩინეთი ინარჩუნებს.
bm.ge