sovanews.tv: კრემლში ყაველაშვილის მოსკოვში შესაძლო ვიზიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად არის მიწვეული.

SOVA-ს კითხვის საპასუხოდ, ზახაროვამ განაცხადა, რომ ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი „ჯერ კომენტარს არ აკეთებენ“. ფაქტობრივად, მან მოუწოდა დაელოდნონ ყაველაშვილის კომენტარს:

„ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას, შემდეგ აგზავნიან და მიმღებები აქვეყნებენ ინფორმაციას“.

ტრადიციულად, პუტინის უახლოესი მოკავშირეები ან სხვა ლიდერები მოსკოვში გამარჯვების აღლუმს პუტინთან ერთად ადევნებენ თვალს. შარშან, 9 მაისს, მაგალითად, წითელ მოედანზე იმყოფებოდნენ ბელორუსის, ყაზახეთის, ს, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის, ასევე კუბის, ლაოსისა და გვინეა-ბისაუს პრეზიდენტები. სხვათა შორის, ოკუპირებული სა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, აღლუმზე არ იმყოფებოდნენ, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც რევერანსად  „ქართული ოცნების“ მიმართ.

ცნობილია, რომ წელს ღონისძიებას დაესწრებიან ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და სერბეთის, ალექსანდრ ვუჩიჩი, ს პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, ასევე ბრაზილიის, ინდონეზიისა და პალესტინის ლიდერები. ასევე ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერების მოწვევის შესახებ.

წყარო