“SOS!!! ღალატია ხალხო, მოღალატე კი ივანიშვილია!” – რა საფრთხე ელის ქვეყანას? – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს:
იმათთვის, ვისაც პოლიტიკის “ინჩი-ბინჩი” ესმის… მაშ ასე, SOS!!! ღალატია ხალხო, ღალატი, მოღალატე კი, ქართული სახელმწიფოს არაფორმალური, რეალური მმართველი – ბორის ივანიშვილია!!!
დიახ! დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს ისტორიაში (1992-2024 წწ.) პირველად(!!!) მოხდა, რომ საქართველოს სახელისუფლებო პარტიის “საპატიო თავმჯდომარემ”, ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველმმა, უარი უთხრა შეხვედრაზე – -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს! იმ სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სტრატეგიული მოკავშირე და მისი სუვერენიტეტის მთავარი დამცველია მთელი ამ პერიოდის მანძილზე და რომ არა ეს რეალობა, საქართველოს სუვერენიტეტი “კრემლს ჯიბეში” ექნებოდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არამხოლოდ 20%-ის ოკუპირებას მოახდენდა, არამედ მთლიანად მთელი საქართველოსი! ასე რომ, ს და მისი ქოცხელისუფლების ეს “პოზიცია”, არის აშკარად და დაუფარავად საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილება, ანუ, იგი არის ანტიდასავლური და ღიად პრორუსული!
ეს მაშინ, როდესაც ოკუპანტია, ხოლო აშშ-ბი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ამ 2 რეგიონის დეოკუპაციას!
– კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმათ, ვისაც ივანიშვილის და მისი ქოცხელისუფლების ღალატში არ გინდათ მონაწილეობის მიღება! რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 2 რეგიონი, და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მისი სამხედრო ბაზები არის განთავსებული ორივე ტერიტორიაზე! ამავდროულად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა” და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, რომ საქართველოს ამ 2 რეგიონის “დამოუკიდებლობა აღიარონ”! აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილები ახდენენ პატრულირებას ყოფილი “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ანუ საოკუპაციო ხაზის (ზოლის) გასწვრივ და რეგულარულად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ქართული სოფლებიდან იტაცებენ მოსახლეობას იმ ბრალდებით, რომ თითქოს, მათ “დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი”!
ოკუპანტმა რუსებმა 2008 წლის აგვისტოდან დღემდე, 5 ათასი მშვიდობიანი ქართველი გაიტაცეს და ტყვეობიდან გამოშვების საფასურად დააწერინეს “აღიარება”, რომ მათ – ე წ. “ს/ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს” და ეს უბედურება გრძელდება! ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით და შეგონებით, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ორივე რეგიონში განახორციელეს ქართველების ეთნიკური წმენდა და ამის შედეგად, 350 ათასი ქართველი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში!!!
– ამერიკის შეერთებული შტატები კი, ყველგან და ყოველთვის მოუწოდებს (“ჟენევის ფორმატში”) რუსეთის ფედერაციას, რომ გაიყვანოს საქართველოს შემადგენელი 2 რეგიონიდან მათი საოკუპაციო სამხედრო ნაწილები! ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები განუწყვეტლივ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ მან დეზავუირება (გაუქმება) მოახდინოს მის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებების” და პატივისცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი დამსახურებაა, რომ მის მიერ დეკლარირებული “არაღიარების პოლიტიკის” წყალობით, მსოფლიოს არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ (მარგინალური სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და კიდევ 2 კუნძულ – სახელმწიფოს გარდა!) არ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” და რომ დასავლეთი, მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთისგან ქართველი დევნილების დაბრუნებას და მათი უსაფრთხოების დაცვას აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში!
– ამიტომაა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, ხოლო რუსეთი, ოკუპანტი
და მტერი სახელმწიფო!!!
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,
თუ ივანიშვილი თავისი ქოცებით დარჩება საქართველოს ხელისუფლებაში და დაამკვიდრებს ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ სტრატეგიულ კურსს, იმ მოტივით, რომ თითქოს, ისინი “იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს”, რაც სრული დემაგოგია და ცინიზმია, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის რეალური დამრღვევი დასავლეთი კი არა, ოკუპანტი რუსეთია, რომელიც შემოჭრილია საქართველოს სიღრმეში და განაგრძობს “მცოცავ” ოკუპაციას, – ამ შემთხვევაში, აშშ-ის ურთიერთობა და დამოკიდებულება “ივანიშვილის საქართველოსთან”, შეიძლება 180 გრადუსით შეიცვალოს!..

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?