SOS! – “ოცნება” ამტკიცებს, რომ ძალოვნების იდენტიფიცირება არ შეუძლია, მათზე მტკიცებულებები არ შეუძლია მოიპოვოს – სად მიიყვანს ეს ქვეყანას?

რატომ არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც ნოემბერ-დეკემბერში, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე იძალადა? – ირაკლი მ მედიას ახალი ვერსია შესთავაზა.

რაც შეეხება მოძალადეების დასჯას – არ შეიძლება აქ ორმაგი სტანდარტით ვიმოქმედოთ, გეთანხმებით, რომ თუ ვინმე ძალადობდა, ყველა დასასჯელია.

რაც შეეხება ძალოვნების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულებების, იდენტიფიცირების პრობლემა. აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და დავადგინოთ, რამდენად არის თუ არა იდენტიფიცირებადი. ახლა რა ინფორმაციაც არის, იდენტიფიცირებად არ არიან ეს პირები, თუმცა შესაბამისი სამუშაობი უნდა გაგრძელდეს.

მინდა, საჯაროდ ვთხოვო ყველას, როგორც პროკურატურას ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. იგივე ეხება ამ საქმეს (“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას) საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს”- განაცხადა

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის ე.წ. პირველი პირი ამტკიცებს, რომ საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი პირები არ იციან რას აკეთებენ, ვერ ახდებენ იდენტიფიცირებას, არ იციან, ვინ იყო კონკრეტულად რომელ ჯგუფში, რას აკეთებდა კონკრეტული პირი. აქვე გეტყვით, რომ კანონდარღვევაა, არ იყოს შესაძლებელი იდენტიფიცირება და მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდეს სპეცრაზმს, ღიად, საჯაროდ დასანახად და არა, სადღაც, ტანსაცმლის დამალულ ადგილას. თუმცა, ვინ დაარღვია ეს კანონი, რომელმა მინისტრმა – არც ამაზეა პასუხი.

ცხადია, არსებობს კითხვის ნიშნები, მაგალითად, ასეთი განცხადება იმიტომ ხომ არ გააკეთა კობახიძემ, რომ თითქოს, მხოლოდ იდენტიფიცირების პრობლემაა და იმიტომ არ სჯიან ძალოვნებში მოძალადეებს. სავარაუდოდ, ვერ იაზრებენ, რამდენად საშიში ქვეყნისთვის ის, რაც კობახიძემ თქვა. ეს ნიშნავს, რომ ძალოვნებს გაუმძაფრდებათ დაუსჯელობის სინდრომი, ეს ნიშნავს აღიარებს, რომ ვერ იმართება ძალოვნები, ეს ნიშნავს დაპირებას, რომ ხვალ მსგავსი რომ განმეორდეს, უკვე, თუნდაც პირადი კონფლიქტისას, ?ხელისუფლება” ხელს დაიბანს? რამდენად შეიძლება ამან მიგვიყვანოს ქვეყანაში უკონტროლო კრიმინალურ მდგომარეობამდე და უკონტროლო ბანდების თარეშამდე ქუჩებში – ეს თავად განსაჯეთ.