“SOS! ემიგრანტთა ჯგუფებში დაიწყეს პროპაგანდის და ყალბი ამბების გავრცელება” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

SOS
რამდენიმე ფბ ჯგუფს ვადევნებ თვალს, ემიგრანტების ჯგუფებია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და -ში მყოფები წერენ, მსჯელობენ… ჰოდა ბოლო ორი-სამი თვეა, აქტიურად დაიწყეს ნეგატიური ამბები გაზიარება – ხან ვიღაცამ კანონი დაარღვია და პოლიცია დროულად არ მივიდა, ხან დამქირავებელმა ზედმეტი მუშაობა მოსთხოვა, ხან რომელიღაც უწყების თანამშრომლები “დაბოლილები” აღმოჩნდნენ და ა. შ. ძირითადად აშშ-ს ერჩიან ბოლო რამდენიმე დღეა. მერე ვიღაც კომენტარებში იკითხავს, ეგ მართლა აშშ-ში მოხდა, ან, ვთქვათ, გერმანიაში? და მიდის პოლემიკა, რა კარგია საქართველო და როგორი ცუდია დასავლეთი. ნუ ცუდი რომაა დასავლეთი – ეგ ფრთა დასავლეთიდან წერს ამას და თან აშკარად უმცირესობაშია, მაგრამ აქტიურად ამტკიცებს, რომ საქართველოში ცხოვრება სჯობს. ახალი სივრცე აქვთ პროპაგანდისტებს – ემიგრანტთა ჯგუფებში დაიწყეს პროპაგანდის და ყალბი ამბების გავრცელება ვიღაცებმა. რატომ? იმიტომ რომ ა მალე და ის ნარატივი, რომ დასავლეთი ცუდია და საქართველოს არაფრად სჭირდება, ამ ჯგუფებში გაააქტიურეს, რადგან ემიგრანტების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები (მოგეხსენებათ, ეს ფრიად სოლიდური რაოდენობაა, ფაქტობრივად, ყველა ოჯახიდან ერთი მაინც ემიგრაციაშია) არიან სამიზნე აუდიტორია, კითხულობენ, ნაწილი დაიჯერებს, თუმცა უმეტესობა სიტყვას არ არჩენს, ეკამათება. ჰოდა რისი თქმა მინდა: დიახ, დასავლეთშიც არის არადემოკრატიული და არაკეთილსინდისიერი გამოვლინებები, ოღონდ იქ სახელმწიფო ყოველთვის ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და ადეკვატურად რეაგირებს, მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, გარემოს უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. თუ რომელიმე ქვეყანასა და ქალაქში კრიმინალის დონე მაღალია, იქ ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა და დააკვირდით, ვინ არიან ხოლმე კანონდამრღვევები – გაჭირვებული ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები, რომლებმაც ან სამსახური ვერ იშოვეს, ან კი იშოვეს, შეიძლება ლეგალურად მუშაობისა და ცხოვრების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კანონმორჩილებას ვერ მიეჩვიენ და კეთილსინდისიერ, მშრომელ ემიგრანტებსაც სახელს უტეხენ, მათ მომავალსაც სასწორზე დებენ. სადაც ნაკლები ემიგრანტია, იქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. თუ ასე არაა, გამოასწარით, რა დაგრჩენიათ, რას იტანჯავთ თავს, ჩავჩოჩდებით ცოტა და მოგიძებნით თქვენც ადგილს, დასავლური ცხოვრებით უკმაყოფილოებს. პრინციპში, ჩვენ კი ჩავჩოჩდებით თქვენთვის, მაგრამ არ მგონია, რუსებმა თავს გაუჭირვონ, კარგად არიან აქ, ფართოდ, კომფორტულად და თავს არ შეიზღუდავენ. გირჩევნიათ, ისევ საქართველოს უკეთეს მომავალს მისცეთ ხმა და სკენ არც გაიხედოთ, არ არსებობს კეთილი და მზრუნველი რუსეთი. შეიძლება, ოდესმე ოკუპანტი აღარ იყოს, მაგრამ დღეს ის ბოროტმოქმედი და დამპყრობელია, მკვლელი და ომის დამნაშავე.
მოერიდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს – ჩვენი პასუხია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!