sos! – აქციაზე სავარაუდო მოწამვლის მცდელობა ნარკოტიკებით – ვინ ცდილობს ახალგაზრდების დაწამვლას?

აქტივისტების სავარაუდო მოწამვლის მცდელობა ნარკოტიკებით – მსახიობი ვაკო ასათიანი “პირველებს” შოკისმომგვრელ ამბავს მის მეგობარზე უყვება. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბიჭს აქციაზე წყლით სავსე ბოთლი მიაწოდეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტები იყო გახსნილი.
14 მაისის აქციაზე ჩემმა მეგობრამა თავის ახლობელ გამოართვა წყალი, რომელსაც აუღია ვიღაც ადამიანისგან, რომელსაც ჩამოუვლია და დაურიგებია. ჩემმა მეგობარმა გახსნა და გვიან გავაანალიზეო, რომ ბოთლი არ იყო დალუქული, ხმა არ ჰქონდა და უცნაურად სავსე მომეჩვენაო. ამის შემდეგ, რომ წავიდა სახლში, გახდა ცუდად, გამოძახა სასწრაფო. სასწრაფოს უთქვამს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ხარო. ჰქონდა ადრენალინის მაღალი დონე, წნევა ჰქონდა მაღალი, ჰქონდა ჰალუცინაცია. მოგვიანებით გავიგეთ, რომ აფთიაქებიდან დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერებებია გატანილი. საკვებზეც იგივე თქვეს, დამრიგებლებისგან, ვინც არიგებს არ აიღოთო. ამ ყველაფერს უფრო მეტი ინფორმაცია და გამოძიება სჭირდება. საფიქრებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ადამიანების მხრიდან, ვის ინტერესშიც არ შედის დღევანდელი მოვლენების გაპროტესტება”, – ამბობს ვაკო ასათიანის.