ლას-ვეგასში CES 2024-ის გამოფენაზე Sony-მ პირველი ავტომობილი – Afeela წარადგინა, რომელიც წარმოებაში 2025 წელს შევა. ამის შესახებ Carscoops-ი იტყობინება.
Sony Afeela დახვეწილი E კლასის სედანია, რომელიც Tesla Model S-ის კონკურენტად შეიძლება განიხილოს.
Sony Afeela ზომები:
სიგრძე – 4915 მმ;
სიგანე – 1900 მმ;
სიმაღლე – 1460 მმ.
AFEELA არის Sony-ს და Honda-ს საერთო პროდუქტი, რომლის მართვაც Playstation 5-ის კონტროლერით არის შესაძლებელი. საჭეს გვერდით განთავსებულია დისპლეი, რომელიც მოიცავს წინა პანელის მთელ სიგანეს. უკანა მგზავრებს ასევე აქვთ ცალკე მონიტორები. Afeela 2024-ს აქვს ორი უკაბელო დამტენი სმარტფონებისთვის. ამას გარდა, გავრცელებულ ინფორმაციით, Sony ელექტრომობილის ავტოპილოტსაც ავითარებს.
