Voyager by SOLO-ს ფარგლებში მოგზაურობის მოყვარულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ SOLO-ს ყველაზე დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების სერიას. ამისათვის კი ისინი საქართველოს ბანკის Youtube არხს უნდა ეწვიონ.
Voyager by SOLO-ს ახალი გამოცემა სამხრეთ აფრიკას მიეძღვნა. აღნიშნული გამოცემის ეგიდით ტური კენიაში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 20-მა მოგზაურმა მიიღო. საფარის ექსპედიციაში მათ 12 დღე გაატარეს.
სამოგზაურო სერიების პირველი ეპიზოდი სწორედ ამ ექსპედიციის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს გაგაცნობთ – ველური ბუნება, ლანდშაფტები, ტროპიკული სანაპიროები და ადგილობრივი, მრავალფეროვანი კულტურა – ეს მოგზაურობის მხოლოდ ნაწილია. ეპიზოდების სანახავად შეგიძლიათ ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის: SOLO მომხმარბელების ინტერესების შესწავლის შედეგად 2015 წელს SOLO Voyager-ის პირველი ნომერი გამოვიდა. ჯამში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაზე, მათ შორის საქართველოზეც, უკვე 35 ნომერი გამოიცა. SOLO-ს სამოგზაურო სერიები კი მოგზაურობის მოყვარულებს ჟურნალთან ერთად დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების უკვე Youtube სერიებსაც სთავაზობს.
არ გამოგრჩეთ SOLO-ს სამოგზაურო სერიების ახალი ეპიზოდები. გამოიწერეთ საქართველოს ბანკის Youtube არხი.