SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

1 მაისს – მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:

· ბექა გოჩიაშვილი – პიანო;

· ლუკა თოფურია – კლავიში;

· ლევან დეისაძე – ბასი.

· სოსო ცაგარეიშვილი – დრამი;

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება. მსმენელის წინაშე კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან:

· ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;

· კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;

· ლუკა თოფურიას კვარტეტი;

· კემოს კვარტეტი;

· ხატია ქორიძის კვარტეტი;

· გიგი ცინცაძის ტრიო;

· გია რაქვიაშვილის კვარტეტი;

· ზურა რამიშვილის ტრიო;

· რეზო კიკნაძის კვინტეტი. 1 მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე