SOLO ქართველი არტისტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქართველი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბირების ხელშეწყობისთვის კი ბრენდი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. ამ მიზნით, SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს.
„პარიზის მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მაღალი მოდის ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ფართო საზოგადოებას მოდის დიზაინერებისა და წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს აცნობს. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს მოდის დედაქალაქში მოდის ენთუზიასტებს, კრიტიკოსებს, ბაიერებს, დამწყებ და გამოცდილ დიზაინერებს უყრის თავს.
წელს პარიზის მოდის კვირეული 26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში კი საერთაშორისო ბრენდებთან ერთად მონაწილეობას ქართული ბრენდები, მათ შორის, SITUATIONIST-იც იღებდა.
SITUATIONIST-ი ქართველი თვითნასწავლი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის მიერ 2017 წელს დაფუძნებული ბრენდია, რომელსაც ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი იდენტობა და ღირებულებები გამოარჩევს. ბრენდის იდენტობა ქართულ ტრადიციულ მოტივებსა და თანამედროვე ხედვის სინთეზს ეფუძნება; მისი ღირებულება კი ისეთი სამოსისა და აქსესუარების შექმნაა, რომლებიც დროს უძლებს.
ბრენდის მიერ შექმნილი თითოეული მოდელი უნიკალურია, რადგან ისინი SITUATIONIST-ის ატელიეში მზადდება, მათზე კი მკერავები ყოველთვის ტოვებენ საკუთარ ხელწერას. ამასთან, ბრენდი უარს ამბობს მასობრივ წარმოებაზე. შესაბამისად, თითოეულ მოდის ნიმუშზე დახარჯული დრო, ენერგია და ძალისხმევა მათ ხარისხს განაპირობებს.
ეს ყველაფერი არ არის. SITUATIONIST-ი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნივთი კიდევ უფრო მეტად უნიკალური გახადონ – საკუთარი ხელწერა დატოვონ შერჩეულ ნივთზე და ის მოდის უნიკალურ ნიმუშად აქციონ – თავად შეარჩიონ მასალა თუ ფერი.
SITUATIONIST-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადობასთან ერთად გარემოზე ზრუნვაცაა. ბრენდი მიზნად ისახავს ნარჩენების შემცირებას. ამისათვის კი სამოსისა და აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალას ზუსტი რაოდენობით უკვეთავს. ასევე, მომხმარებელს ტყავისგან დამზადებული ნივთების ვეგანურ ალტერნატივასაც სთავაზობს.
წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-მა 2024-25 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომელიც ქართული ტრადიციული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზს ახდენს. მოდელების შექმნის დროს გამოყენებული ტრადიციული ქსოვის ტექნიკა და კომპლექსური დეტალები კი ქვეყნის მრავალფეროვანი ესთეტური მემკვიდრეობის ფართო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას განაპირობებს.
ამასთან, ქართული ნარატივები კარგად ჩანს კოლექციის წარსადგენ ფოტოსესიაზე, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ისტორიული არქიტექტურის ფონზე წარიმართა.
წელს პარიზის მოდის კვირეულზე SITUATIONIST-ის სპონსორები იყვნენ SOLO და Visa,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.