Societe Generale-მ მეორე კვარტალში წმინდა მოგება 31%-ით გაზარდა, რაც პროგნოზზე უკეთესია

ფრანგულმა ბანკმა Societe Generale SA-მ 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 31%-ით გაზარდა, ამასთან, მაჩვენებელმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.
ბანკის შედეგების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საფრანგეთში მისი საცალო ბიზნესის აღდგენამ, ასევე ხარჯების კონტროლმა.
Societe Generale–ის პრესრელიზის თანახმად, აპრილ-ივნისში წმინდა მოგებამ 1.45 მილიარდი ევრო შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 1.11 მილიარდ ევროსთან შედარებით. Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ამ მაჩვენებელს 1.2 მილიარდ ევროს დონეზე პროგნოზირებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ