SOCAR-ი ბულგარეთში ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) გეგმავს ბიზნესის გაფართოებას ბულგარეთში და მუშაობს ამ ქვეყანაში გაზის გამანაწილებელი შიდა ქსელის განვითარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ამის შესახებ SOCAR Balkany-ის ხელმძღვანელმა მურად ჰეიდაროვმა, ბაქოში, აზერბაიჯან-ბულგარეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„5 მაისს SOCAR-სა და ბულგარულ Asarel Investment-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კიდევ ერთ ნაბიჯს ნიშნავს SOCAR Balkany-ის ბიზნესის განვითარებისთვის ბულგარეთში,“ – განაცხადა მან.