SME ქეარი|CARE – ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პსპ დაზღვევის ახალი პროდუქტი

PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – ,, SME ქეარი”. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.
SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და სარგებელს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.
SME ქეარი|Care 4 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.

ასევე დაგაინტერესებთ