“SLAPP-ებით ვერ გამაჩუმებთ… გავასაჩივრებ ბოლომდე” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
გზაში ვარ და ახლა ვნახე მურუსიძის სასამართლოს უსამართლო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ჩერგოლეიშვილის სასარგებლოდ. აუცილებლად გავასაჩივრებ ბოლომდე, და მერე სტრასბურგში, რადგან სიტყვის თავისუფლებაზე დგას დემოკრატია.
ქვეყანას, სადაც უფლებადამცველებს უფლება ერთმევათ პოლიტიკური შეფასება მისცენ პოლიტიკოსის წარსულს, ნათელი მომავალი არ აქვს.
ქოცების კრიტიკაზე -საც ვყავარ დაჯარიმებული 4 ათასი ლარით. ცენზურას არ დავექვემდებარები და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. SLAPP-ებით ვერ გამაჩუმებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძემ: აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ეუთო-ს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას