Search
Close this search box.

SkyUp Airlines-მა ევროპიდან ზანზიბარში ტრანსკონტინენტური ფრენები დაიწყო

უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ევროპული ქალაქებიდან აფრიკის კუნძულ ზანზიბარის მიმართულებით ტრანსკონტინენტური ფრენები დაიწყო.
SkyUp Airlines-მა ჩარტერული ფრენების პროგრამა 28 ოქტომბერს დაიწყო პარტნიორი ტუროპერატორების Join UP! Polska-ს, Join UP! Moldova-სა და Join UP! Romania-ს ტურისტებისთვის.
ავიაკომპანია ამჟამად დაფრინავს ზანზიბარში ბუქარესტიდან, კიშინიოვიდან და ვარშავიდან. დეკემბრის შუა რიცხვებიდან SkyUp Airlines გაზრდის ფრენების სიხშირეს ვარშავა-ზანზიბარის მარშრუტზე და განახორციელებს ახალ ფრენას კატოვიცე-ზანზიბარის მიმართულებით.
ფრენების პროგრამა ზანზიბარის მიმართულებით დაგეგმილია 2024 წლის 12 აპრილამდე, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანიამ განმარტა, რომ ყველა ფრენის ოპერატორი არის მალტის განყოფილება SkyUp MT, გარდა კიშინიოვი-ზანზიბარის მარშრუტისა, რომელსაც უკრაინული SkyUp Airlines ემსახურება.
SkyUp-ი ზანზიბარში Boeing 737-800-ით დაფრინავს. ვინაიდან ამ ხომალდის დიაპაზონი არ არის საკმარისი პირდაპირი ფრენების განხორციელებისთვის ევროპული ქალაქებიდან ზანზიბარისკენ და ამიტომ ავიაკომპანია შუალედურ დაშვებას და საწვავის შევსებას ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას აეროპორტში ახდენს.
ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in