Skyscanner-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.
ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, კამპანია მოიცავს საქართველოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok
კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).
ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.
Skyscanner-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.