Sky Sport-ის ინფორმაციით, “სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელთა გასხვისების მხრივ გვარიანად იაქტიურებს და ერთბაშად 7 მოთამაშეს შეელევა.
მანჩესტერული გუნდიდან ედერსონის, ჯონ სტოუნსის, ბერნარდო სილვას, ილქაი გიუნდოგანის, მატეო კოვაჩიჩის, ჯეკ გრილიშისა და კევინ დე ბრუინის გაშვება იგეგმება.
მედიაში იწერება ისიც, რომ “ქალაქელთა” რიგები ზაფხულში შესაძლოა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამაც დატოვოს.
