Sky News – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელის მთავრობის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელის მთავრობის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება, – ინფორმაციას Sky News-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიკრიბება, ხოლო მთავრობის შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.
მანამდე ეგვიპტურმა გამოცემა, Al Qahera News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა უკვე ამოქმედდა.
შეთანხმების თანახმად, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ნაწილობრივ დატოვებენ. ასევე, „ჰამასი“ და მძევლებსა და პატიმრებს გაცვლიან.