Sky News – კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა

კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერმა -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრესსპიკერის განცხადებით, „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო გეგმაზე მათი გუნდები ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმუშავებენ“.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და -ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ დღესაც ისაუბრებენ.
დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. სამშვიდობო პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დიპლომატიური სამუშაოების ნიუანსები განვიხილეთ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია