Sky News-ის გამოძიება: სანქცირებული ავტომობილები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეჰყავთ

ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საშუალებით მაინც შედის.
საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი თავად იმყოფებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ს მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლეთიდან ექსპორტი რუსეთში განულდა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.