Sky News: ისრაელმა ღაზის სექტორის ჩარდილოეთ ნაწილში ახალი დერეფანი შექმნა

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრამდე სიგანის ახალი დერეფანი შექმნა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ს ხელისუფლების სურვილზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს თავისი ყოფნა რეგიონში. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება Forensic Architecture-ის თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით.
დერეფანი გადის ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვრიდან ქალაქ ბეით-ჰანუნის გარეუბნამდე. ახალი მარშრუტის შესაქმნელად ისრაელის არმიამ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა ჯავშანტექნიკის თავისუფლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, წერს გამოცემა.
ისრაელი უკვე აკონტროლებს ორ სტრატეგიულ დერეფანს ღაზის სექტორში – ნეცარიმს და ფილადელფიას. ისრაელის არმია ამ პოზიციებს პლაცდარმებად გამოიყენებს ჯიჰადისტური ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, როცა საჭიროებისამებრ აწარმოებს ოპერაციებს ღაზის სექტორში, ისევე როგორც ოპერაციებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნათქვამია გამოცემაში.
მანამდე ისრაელის უშიშროების კაბინეტმა გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა ისრაელის ჯარების ყოფნა ფილადელფიის დერეფანში ეგვიპტისა და ღაზის სექტორის საზღვარზე. ამის წინააღმდეგ გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იოავ გალანტი. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა კენჭისყრაში თავი შეიკავა.
ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით, გალანტმა სამხედრო კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მძევლების თაობაზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ქვეყანა შეიძლება რამდენიმე ფრონტზე ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს შეფასება, როგორც იტყობინებიან, თავდაცვის მინისტრმა გააკეთა დოკუმენტში, რომელიც წარედგინა პრემიერ-მინისტრ ს და მაღალჩინოსნების ვიწრო წრეს. ჟურნალისტების თქმით, დოკუმენტში მითითებულია, რომ ისრაელი “სტრატეგიულ გზაგასაყარზეა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა