Sky News: დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ს თეთრ სახლში მიიწვევს.
ინფორმაციას Sky News ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება პრეზიდენტმა მაშინ გააკეთა, როდესაც -ის დელეგაციების შეხვედრის შედეგებს, კერძოდ კი, უკრაინის მხრიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თანხმობას გამოეხმაურა.
“ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს”, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.
***
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.
“უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება ს მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.
აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.