Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express -ი 6 ნოემბრიდან ათენი -თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.