SJC: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები არ ფიქსირდება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] შეშფოთებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც ეხება ს ფედერაციიდან საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა საქმეებს – განცხადებას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს და წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ “რუსეთის ფედერაციაში, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები” და სწორედ ამის გამო კონკრეტულ პირებს არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო დაცვა.

SJC აცხადებს, რომ ასეთი მიდგომები არღვევს დევნილი აქტივისტების უფლებებს და უსპობს მათ საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც ეხება რუსეთის ფედერაციიდან საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა საქმეებს. ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ბოლო საქმეებში მიგრაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები მასობრივად არ ირღვევა და სწორედ ამის გამო კონკრეტულ პირებს არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო დაცვა. უწყება სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ “რუსეთის ფედერაციაში, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები”. ინდივიდუალურ საქმეებში კი დეპარტამენტი ხშირად უთითებს, რომ “ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში წამების, არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის წინაშე აღნიშნული პირები არ დადგებიან”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, რომ მის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი ავლენს -ს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განმცხადებელთა მტკიცებულებების არასათანადო შეფასების პრაქტიკას. ეს მტკიცებულებები ეხება რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს კრემლის რეჟიმისა და ში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის მიმართ, ასევე ღიად უჭერენ მხარს უკრაინას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უწყებას ამ საქმეებში არ გაუთვალისწინებია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და საჯაროდ გამოქვეყნებული არაერთი შეფასება, რომლებშიც ნათლად ჩანს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან აქტივისტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ ეს პრაქტიკა საგანგაშოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.” ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციაში.

ორგანიზაცია მიუთითებს  Human Rights Watch -ის, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ასევე “მემორიალის” ანგარიშებს, რომელშიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების სხვადასხვა შემთხვევებია დასახელებული:

ამდენად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შეფასებები, რომლებიც უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და უფრო მეტად რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ნიშნების გათვალისწინებით, მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან ამგვარი დასაბუთებისა და მიდგომების გამოყენება სიმპტომატურად აჩვენებს მმართველობის საშუალო რგოლებშიც პოლიტიკის ცვლილებას და შემაშფოთებელია. ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომები არღვევს დევნილი აქტივისტების უფლებებს და უსპობს მათ საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს” აცხადებს SJC.

ორგანიზაცია შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და გადაწყვეტილებები მოიყვანოს უფლებების დაცვის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში.

ხოლო საქართველოს სახალხო დამცველს – საგანგებოდ შეისწავლოს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები და საქართველოში მყოფი უფლებადამცველების მდგომარეობა, და მიიღოს შესაბამისი ზომები.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია – უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ე.წ. ქარტიაზე ხელის მოწერით, ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს