ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან საიდოგივი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
“დღეს, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, მათივე განცხადებით, 17 აპრილს, 13:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარადგენენ.
