SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა

იარაღის გაყიდვითა და სამხედრო მომსახურებით მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წელს, საერთო ჯამში, 597 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,5%-ით ნაკლებია. ამ მონაცემებს შეიცავს სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის(SIPRI) ანგარიში, რომელიც დღეს, 4 დეკემბერს, გამოქვეყნდა.
შემოსავლები შემცირდა ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად. ანგარიშის თანახმად, შემოსავლების კლება დიდწილად მოდის ამერიკულ კომპანიებზე(-7,9%). ევროპული ფირმების შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა. მსოფლიოს 100 უმსხვილესი კომპანიის სიაში 42 ამერიკული და 26 ევროპულია.
ანალიტიკოსების თანახმად, დაკვეთების გაზრდის მიუხედავად, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა პერსონალის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯების და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთო ჯამში, 3,1%-ით გაიზარდა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებელთა შემოსავლები.
ერთ წელიწადში 94%-იანი მატებით რეკორდსმენია თურქული კომპანია Baykar-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, Bayraktar-ს აწარმოებს. ეს ფირმა პირველად შევიდა მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 100 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში. 2022 წელს 18%-იანი ზრდა ჰქონდათ ჩინეთის კომპანიებს.
SIPRI-ს ანგარიშში მოხვდა მხოლოდ 2 რუსული კომპანია, „როსტეხი“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“, რომელთა შემოსავალი, საერთო ჯამში, 12%-ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო მრეწველობის სხვა კომპანიების მონაცემები საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!