Silk hospitality – IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს.
„IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კონცენტრირებულია საქმიან ტურიზმზე. ეს სეგმენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასვენების ტურიზმთან ერთად ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ MICE ტურიზმზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენას ვესწრები. წელს იყო მართლაც უფრო დიდი დაინტერესება ვიდრე შარშან. შეხვედრებიც უფრო მეტი იყო. სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ. ევროპის ქვეყნებიდან გვქონდა საინტერესო შეხვედრები, ასევე, იმ სამიზნე ბაზრებიდან, რომლებიც უკვე ცნობილია ჩვენთვის და რომლებზეც უკვე წლებია ვმუშაობთ, მაგალითად: , ინდოეთი და ა.შ. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი საქმიანი მოგზაური ეყოლება საქართველოს“, – განაცხადა Silk hospitality-ის გაყიდვების დირექტორმა სოფო მესხმა.
IBTM World 2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით