Sheraton Batumi: ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან, მზად ვართ, მივაწოდოთ მასალა

სასტუმრო Sheraton Batumi 15 იანვარს სასტუმროში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზად არის, მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.
“ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.