Self.HR-მა AI ტრანსფორმაცია დაიწყო

ტექნოლოგიურმა კომპანია Self.HR-მა Empirical-თან პარტნიორობით სისტემაში ს ინტეგრაცია დაიწყო.
Self.HR-ის ტრანსფორმაციის გეგმა სისტემის ყველა ძირითად მოდულში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ითვალისწინებს და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
ტრანსფორმაციის მიზანია HR ადმინისტრაციული, შერჩევის და ონბორდინგის პროცესების კიდევ უფრო გამარტივება და რუტინულ და განმეორებად დავალებებში ადამიანის ჩართულობის საჭიროების შემცირება.
Self.HR ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ სისტემას HR პროცესების ავტომატიზაციისთვის. 4 წლის განმავლობაში სისტემამ სრულად შეცვალა საქართველოში HR ეკოსისტემა და 1200-ზე მეტ ორგანიზაციაში გააციფრულა HR ბიზნეს პროცესები. 2025 წლის მთავარი გეგმა AI ინტეგრაციაა, რაც კომპანიას დაეხმარება, ქართულ და საერთაშორისო ბაზარს უფრო მეტად ინოვაციური, თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტი შესთავაზოს.
“ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია Self.HR-ის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას, ეფექტიანობის ზრდასა და მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების შექმნას. ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა Empirical-თან ერთად უკვე დაიწყო მუშაობა Self.HR-ში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე. ჩვენი ამოცანაა, AI-ის გამოყენებით დიდი მონაცემების დამუშავება და ანალიტიკა გავხადოთ უფრო სწრაფი და ამით პარტნიორ კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით კიდევ უფრო დააჩქარონ ბიზნესის განვითარება. ამ მნიშვნელოვან პროექტში პარტნიორად შევარჩიეთ სანდო, ახალგაზრდა და გამოცდილი გუნდი. ვფიქრობთ, რომ Empirical-ისა და Self.HR-ის ღირებულებათა თანხვედრა წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია.” – თემო კევლიშვილი, Self.HR-ის დირექტორი
“Self.HR-თან პარტნიორობა ძალიან საინტერესო გამოწვევაა Empirical-ის გუნდისთვის – პროექტის კომპლექსურობიდან და ინოვაციურობის დონიდან გამომდინარე. გუნდი შემდეგი თვეების განმავლობაში აქტიურად იმუშავებს Self.HR პლატფორმის AI ფუნქციონალის განვითარებაზე – დაწყებული OCR (Optical Character Recognition) შესაძლებლობით დამთავრებული კანდიდატების შერჩევის ჭკვიანი პლატფორმით, რომელიც იყენებს დახვეწილ, სწრაფ და რაც მთავარია, მაღალი სიზუსტის ალგორითმს მოცემული ოპერაციისთვის. აღნიშნული ტრანსფორმაცია დასაწყისია იმ დიდი პოტენციალისა, რისი მოტანაც შეუძლია Empirical_ის გუნდის და Self.HR-ის ინოვაციური პლატფორმის პარტნიორობას.” – თემო ადეიშვილი, Empirical-ის მმართველი პარტნიორი
გაიგეთ მეტი Self.HR-ზე: www.self.hr | www.facebook.com/Self.HRM