Sberbank-ი ანთროპომორფული რობოტების შექმნაზე მუშაობს

Sberbank საკუთარი ანთროპომორფული რობოტების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ კუზნეცოვმა განუცხადა.
,,ვადასტურებთ Sberbank-ის მიერ საკუთარი ანთროპომორფული რობოტების შემუშავებას. დასავლური კომპანიები ახლა აქ პირველები არიან, მაგრამ ჩვენ მიმართული ვართ ლიდერობისკენ ამ საკითხში”,- აღნიშნა კუზნეცოვმა.
Sberbank რამდენიმე წელია ვითარდება ს სფეროში და რობოტების დიზაინში. მაგალითად, ბანკს უკვე აქვს რობოტი სადეზინფექციო ფუნქციით, რომელიც შექმნილია შენობების დეზინფექციის ავტომატიზაციისთვის, ასევე რობოტი სომელიე ღვინის წარდგენისა და გაყიდვისთვის. თუმცა, ისინი ჰუმანოიდები არ არიან.