Saudi Aramco ყიდულობს Geely-Renault-ის ერთობლივი საწარმოს 10%-იან წილს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 740 მილიონ ევროდ შეიძენს Horse Powertrains Ltd-ის 10%-იან წილს, Geely-სა და Renault-ის ერთობლივ საწარმოს, რომელიც ეკოლოგიურად უფრო სუფთა ძრავებს აწარმოებს ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე მანქანებისთვის.
ჩინელი და ფრანგული ავტომწარმოებლები ერთობლივ საწარმოში თითო 45%-ს შეინარჩუნებენ, იტყობინება MarketWatch.
გარიგება ექვემდებარება მარეგულირებელ დამტკიცებას.
Aramco-ს აქციები ორშაბათს ვაჭრობის დახურვისას 1.4%-ით დაეცა. პარიზში გამართულ სესიაზე Renault-ის აქციების ფასი 2,6%-ით იზრდება.