Saudi Aramco-მ 2023 წელს თავის ისტორიაში სიდიდით მეორე წმინდა მოგება მიიღო

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Arabian Oil Co-მ (Saudi Aramco) 2023 წელს თავის ისტორიაში სიდიდით მეორე წმინდა მოგება მიიღო.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, გასულ წელს წმინდა მოგებამ $121,3 მლრდ შეადგინა, წინა წლის რეკორდულ $161,1 მლრდ-თან შედარებით. კლება, სხვა საკითხებთან ერთად, ნავთობის ფასების და გაყიდვების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.
Saudi Aramco-ს ნახშირწყალბადების მთლიანმა წარმოებამ შეადგინა 12,8 მლნ ბარელი ნავთობის ეკვივალენტი დღეში, რაც 2022 წელს 13,6 მლნ ბარელი იყო. ამასთან, 2030 წლისთვის ის გეგმავს გაზის მოპოვების გაზრდას 60%-ით, 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა $49,7 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის $38,8 მლრდ-იდან გაიზარდა. წელს კომპანია მათ 48-58 მილიარდი დოლარის ფარგლებში ელოდება.
Saudi Aramco-მ ასევე გამოაცხადა თავისი მეოთხე კვარტალის ძირითადი დივიდენდის გაზრდა 4%-ით, ჯამში $20,3 მლრდ-მდე. 2023 წელს მან დივიდენდებში სულ $97,8 მლრდ გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.