SAP Discovery Day – საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის მასშტაბური ღონისძიება Soft Motion-ის მხარდაჭერით გაიმართა

თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება.
ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.