Samsung Electronics-ი პირველ კვარტალში, საოპერაციო მოგების 900%-იან ზრდას ელოდება

Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში (2023 წლის სავალალო პერიოდის შემდეგ) საოპერაციო მოგების უზარმაზარ ზრდას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაცია CNN ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ტექნიკური გიგანტის შეფასებით, მისი საოპერაციო მოგება იანვარ-მარტის მონაკვეთში, 6,6 ტრილიონ კორეულ ვონამდე (4,9 მილიარდი დოლარი)გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 0,64 ტრილიონი ვონი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შემოსავლის დეტალურ შედეგებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.