Samsung-მა Z TriFold ოფიციალურად წარადგინა!

სამსუნგმა ოფიციალურად განაცხადა Z TriFold-ის შესახებ და დეტალებიც გაგვაცნო — მასზე შეგიძლიათ ვერტიკალურად გაუშვათ სამი აპლიკაცია გვერდიგვერდ და გამოიყენოთ Samsung-ის DeX სამუშაო გარემოც ცალკე რეჟიმში, დამატებითი ეკრანის გარეშე. ქაღალდზე TriFold-ის გარე ეკრანი ძალიან ჰგავს Z Fold 7-ის ეკრანს. ეს არის 6.5-დიუმიანი 1080p ეკრანი 21:9 თანაფარდობით. შიდა ეკრანის დიაგონალი 10 ინჩია, გარჩევადობით 2160 x 1584 და 120 ჰერციანი ე. წ. ადაპტური განახლების სიხშირით იწონებს თავს.
საინტერესოა, რომ TriFold-ის სამივე პანელს განსხვავებული სისქე აქვს, შუა 4.2 მმ. არის და USB-C პორტსაც ითავსებს, ყველაზე თხელი 3.9 მმ სისქისაა და ფიზიკური SIM-ის დამატების შესაძლებლობას გვთავაზობს, ხოლო მესამე 4.00 მმ სისქით არის წარმოდგენილი. ეს ორი მხარე ცენტრალურის ზევით თავსდება დაკეცვისას, განსხვავებით ჰუავეის Mate XT-სგან, რომელიც Z ფორმით იკეცება… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით პლანშეტს ჰგავს, რომელშიც ტელეფონია ჩაშენებული…
მთლიანობაში დაკეცილ მდგომარეობაში სამსუნგის TriFold-ის სისქე 12.9 მილიმეტრს აღწევს, რაც სისქეში Samsung Galaxy S25 Ultra-ზე 4.7 მილიმეტრით მეტია. Z Fold 7-საც აჭარბებს ამ მაჩვენებლით, რადგან აღნიშნული დაკეცილ მდგომარეობაში 8.9 მილიმეტრს აღწევს, თუმცა დიდადაც არ აღემატება Z Fold 6-ს, რომელიც 12.1 მილიმეტრია დაკეცილი.
მართალია, განსხვავებულად იკეცება, მაგრამ Z TriFold ზომითა და წონით ყველაზე ახლოს მაინც ჰუავეის Mate XT-სთან არის, უბრალოდ 0.01 მმ-ით მეტია დაკეცილ მდგომარეობაში და 309 გრამს იწონის მაშინ, როცა XT 298 გრამია.
უკანა პანელი „კერამიკული-მინაბოჭკოვანი გამაგრებული პოლიმერისგან“ დაამზადეს, რათა ხაზებისადმი მდგრადი ყოფილიყო. Samsung-ის სხვა დასაკეცი მოწყობილობების მსგავსად, TriFold-საც აქვს IP48 სტანდარტი — სრულად წყალგამძლეა, მაგრამ არა, მტვერგაუმტარი.
ბრენდმა ახალ მოწყობილობაში 3 კამერაც შემოგვთავაზა: 200-მეგაპიქსელიანი f/1.7 ფართოკუთხოვანი, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხოვანი და 10-მეგაპიქსელიანი 3x ტელეობიექტივი. ხოლო როგორც გარე ეკრანი, ისე შიდა 10-მეგაპიქსელიან სელფის კამერას მოიცავს. ტელეფონის თითოეულ პანელს ასევე აქვს ბატარეა 5600 mAh სიმძლავრით. S25 სერიის მსგავსად, მოწყობილობაში Snapdragon 8 Elite for Galaxy ჩიპსეტი გვხვდება და 16 GB ოპერატიულ მეხსიერებას მოიცავს.
ფასზე ჯერ არაფერს ამბობენ და ეს მხოლოდ 12 დეკემბერს გახდება ცნობილი, როცა მოწყობილობას კორეაში ჩაუშვებენ…
წყარო: marketer.ge