კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტი, Samsung-ი, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, NVIDIA-ს დახმარებით, ახალი თაობის AI მეგაქარხანას ააშენებს.
AI-ქარხნის ფოკუსი ახალი თაობის პროცესორების და ნახევარგამტარების წარმოება იქნება, რომელთაც სმარტფონებსა და კომპიუტერებში გამოიყენებენ.
Samsung-ის მენეჯმენტის განმარტებით, ახალი ქარხანა NVIDIA-ს მიერ წარმოებული 50,000 GPU-თი აღიჭურვება და სრულად ექნება AI-შესაძლებლობები.
ამ ტიპის AI-ქარხნის აშენებით Samsung-ი შეძლებს საწარმოო პროცესის აჩქარებას, ხარჯების შემცირებას და პროდუქტიულობის გაზრდას.
NVIDIA-ს შეფასება $5 ტრილიონია, ხოლო Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $489 მილიარდს უტოლდება.




