Mangoslab-მა, Samsung Electronics-ის სამხრეთ კორეის განყოფილებამ, კომპაქტური, უსადენო პრინტერის მოდელი წარმოადგინა. Nemonic Gen 2 მოწინავე თერმული ბეჭდვის ტექნოლოგიას იყენებს, რაც მელნის კარტრიჯების საჭიროებას გამორიცხავს. თანაც ეს ინოვაცია თითოეული გამოსახულების მკაფიოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
გარდა ბეჭდვისა, მოწყობილობა ასევე შეიცავს ავტომატური ჭრის ფუნქციას. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს მოხერხებულობას, არამედ ზოგავს დროს, ვინაიდან თითოეული პრინტის სათითაოდ ხელით ამოჭრა არ დაგჭირდებათ.
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრადიციულ წებოვან „ნოუთებს“ თავისი შეზღუდვები აქვს — ხშირად მალე ეკარგება წებოვნება, ერთხელ მოხსნის შემდეგ კი მეორედ აღარ ეკვრის ზედაპირს. ამის გადასაჭრელად, Mangoslab-მა წარმოადგინა Nemonic ULTRA წებოვანი ქაღალდის რულონები — მის შემთხვევაში ხელახლა გამოყენების პრობლემა სრულად მოხსნილია.
თანამედროვე ეპოქაში პროდუქტიულობის მხარდასაჭერად, წებოვანი „ნოუთები“ ასევე თავსებადია Slack-თან და Zapier-თან. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოების სიების, შეტყობინებების ან შეხვედრების დღის წესრიგის პირდაპირ ზემოხსენებული პლატფორმებიდან ამობეჭდვა.