Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება — Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე

SGS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კვანტური წერტილების ფირი კადმიუმს არ შეიცავს და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის RoHS სტანდარტებთან.
Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ QD ტელევიზორებისთვის გამოყენებულია კვანტური წერტილების (QD) ფირი. ბრენდმა მიიღო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული ეკრანის შესაბამისობას RoHS რეგულაციასთან. მსოფლიოს წამყვანმა სერტიფიცირების ორგანო “Société Générale de Surveillance”-მა (SGS) კი დაადასტურა, რომ ფირი კადმიუმს არ შეიცავს.
SGS მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარიაში და არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირებისა და სერტიფიცირების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების შესაბამისობას ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებისადმი. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიას, მათ შორის: ელექტრონული პროდუქციის, სასურსათო და გარემოს დაცვის სფეროებს.
Samsung-ის კვანტური წერტილების ფირი კადმიუმისგან თავისუფალია, რაც SGS-ის მიერ არის დადასტურებული. ასევე, კომპანია იცავს ევროკავშირის RoHS რეგულაციებს, რაც ტელევიზორების უსაფრთხო და მაღალხარისხიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
“Samsung-ის კვანტური წერტილების ტელევიზორები დამზადებულია უსაფრთხო ტექნოლოგიით, რომელიც შეესაბამება სახიფათო ნივთიერებების შეზღუდვებს და უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას“ — განაცხადა Samsung Electronics-ის ვიზუალური ეკრანების ბიზნესის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, Taeyong Son-მა.
Samsung-მა კვანტური წერტილების ტექნოლოგიის კვლევა 2001 წელს დაიწყო და უწყვეტი განვითარების შედეგად, კომპანიამ გლობალური ეკრანების ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.
2014 წელს, მსოფლიოში პირველად, კადმიუმისგან თავისუფალი კვანტური წერტილების მასალა Samsung-მა შექმნა, ამის შემდეგ — 2015 წელს კომპანიამ გამოუშვა ტელევიზორები, რომლებშიც აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. Samsung-მა, უწყვეტი ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ლიდერის პოზიცია მოიპოვა კვანტური წერტილების ტექნოლოგიაშიც.
ბრენდმა წარმატებით შექმნა ნანომასალა, რომელიც არ შეიცავს კადმიუმს და მოიპოვა დაახლოებით 150 ლიცენზია კვანტური წერტილების ტექნოლოგიაზე. ამ დიდი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, კომპანიამ შექმნა ტელევიზორების ახალი თაობა, რომელიც მხარდაჭერილია კვანტური წერტილების ტექნოლოგიით, მზადდება უსაფრთხო მასალებისგან და არ შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს.
· გადახედვა ცნობილი ადამიანები “ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ იქნებ ხალხს არსებობა ვაცალოთ” — დევიდ ტენანტი როულინგზე “ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ იქნებ ხალხს არსებობა ვაცალოთ” — დევიდ ტენანტი როულინგზე
· ეკონომიკა ერთად გავიხსენოთ გვირილობის დღესასწაულით შთაგონებული, ს მიერ მოთხრობილი ისტორიები ერთად გავიხსენოთ გვირილობის დღესასწაულით შთაგონებული, საქართველოს ბანკის მიერ მოთხრობილი ისტორიები
· ეკონომიკა თბილისში ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკი თბილისში ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკი
· ბიზნესი მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ისტორიულ უბანში — მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა დაიწყო მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ისტორიულ უბანში — მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა დაიწყო
· გადახედვა პოლიტიკა ტემი ბრიუსი: -ს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა სთვის მეორადი სანქციების დასაწესებლად ტემი ბრიუსი: აშშ-ს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა რუსეთისთვის მეორადი სანქციების დასაწესებლად