Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში – Galaxy Z Fold7 და Z Flip7

9 ივლისს, Samsung Electronics-მა დღეს წარადგინა ახალი დასაკეცი სმარტფონები: Galaxy Z Fold7 და Z Flip7, რომლებსაც Galaxy -ის შესაძლებლობები სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. მოწყობილობები აერთიანებს პრემიუმ დიზაინს, ინოვაციურ კამერებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რაც მომხმარებლებს ჭკვიანურ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
ულტრა დახვეწილი დიზაინი და გამძლეობა
Z სერიის ისტორიაში, ორივე მოდელი ყველაზე თხელი და მსუბუქი დიზაინით გამოირჩევა. Galaxy Z Fold7 (215 გრამი) და Galaxy Z Flip7 (188 გრამი) შექმნილია მეტი კომფორტისთვის.
აღსანიშნავია, რომ Galaxy Z Fold7 ყველაზე თხელი და მსუბუქი Fold მოდელია – მხოლოდ 4.2 მმ სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში.
Galaxy Z Fold7-ის ინოვაციური დიზაინი თხელი და მსუბუქია, რითაც მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს კიდევ უფრო დიდი ეკრანი და ნათელი ვიზუალური გამოსახულება.
Galaxy Z Flip7 იმდენად კომპაქტურია, რომ ჯიბეშიც კი უპრობლემოდ ეტევა.
გაუმჯობესებული Armor FlexHinge და Armor Aluminum Frame, ასევე გარე ეკრანების დამცავი გარსი – Z Fold7-ის Corning® Gorilla® Glass Ceramic 2 და Z Flip7-ის Corning® Gorilla® Glass Victus® 2 უზრუნველყოფს გამძლეობასა და ნაკაწრებისგან დაცვას.
Galaxy Z Fold7-ს აქვს 8-ინჩიანი Dynamic AMOLED 2x ძირითადი ეკრანი და 6.5-დუიმიანი გარე ეკრანი, რაც მათ იდეალურს ხდის მრავალფუნქციური მუშაობისთვის. Galaxy Z Flip7 გამოირჩევა გაუმჯობესებული 4.1-ინჩიანი Edge-to-Edge FlexWindow-ით, რომელიც საშუალებას გაძლევს, მარტივად შეამოწმო შეტყობინებები, გაგზავნო პასუხები და გადაიღო სელფები მობილურის გახსნის გარეშე.
ორივე ეკრანი აღჭურვილია 2,600 ნიტამდე სიკაშკაშით და Vision Booster-ით, ოპტიმალური ხილვადობისთვის მზიან გარემოში.
მძლავრი პროცესორი და გაუმჯობესებული კამერა
ახალი სმარტფონები აღჭურვილია Snapdragon 8 Elite for Galaxy (Fold7) და უახლესი 3nm პროცესორით (Flip7), რომლებიც სპეციალურად მორგებულია Galaxy AI-ის შესაძლებლობებზე, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას, რეალურ დროში თარგმნასა და გენერაციულ რედაქტირებას.
Galaxy Z Flip7-ის ელემენტი მუშაობს კიდევ უფრო ხანგრძლივად, ხოლო FlexCam ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს სელფები ნებისმიერი კუთხიდან – სწრაფად და მარტივად.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კამერის შესაძლებლობებიც:
· Galaxy Z Fold7-ს აქვს პირველი 200MP ფართოკუთხიანი კამერა Galaxy Z სერიაში, რაც უზრუნველყოფს 4-ჯერ მეტი დეტალის აღქმასა და 44%-ით უფრო ნათელ ფოტოებს. Z Fold7-ს ასევე აქვს 10MP 100° კამერა იდეალური ჯგუფური სელფებისთვის.
· Galaxy Z Flip7 აღჭურვილია ორმაგი უკანა კამერით, 50MP ფართო და 12MP ულტრა-ფართო ლინზებით. სმარტფონი გთავაზობს Samsung-ის საუკეთესო სელფის კამერას, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის სელფების გადაღება პირდაპირ FlexWindow-დან.
Galaxy Z Fold7-ის ულტრა-კამერის სისტემა სმარტფონს იდეალურს ხდის როგორც ბიზნეს გამოყენებისთვის, ასევე შენი კრეატიული იდეების რეალობად ქცევისთვის.
ორივე მოწყობილობა იყენებს ProVisual Engine-ს და AI-გაუმჯობესებულ გამოსახულებას დაბალი განათების პირობებშიც კი, მკვეთრი და დეტალური კადრების მისაღებად. Photo Assist და Portrait Studio ხელსაწყოები AI-ის საშუალებით ამარტივებს რედაქტირებას, ხოლო Audio Eraser აშორებს არასასურველი დეტალებს ვიდეოებიდან.
Galaxy AI – ინტელექტუალური გამოცდილება ყოველ ნაბიჯზე
ორივე სმარტფონი დაფუძნებულია ახალ One UI 8-ისა და Android 16-ის ოპერაციულ სისტემებზე, რითაც ინტუიციურ და ადაპტირებად AI გამოცდილებას გვთავაზობს. Gemini Live გაუმჯობესდა მულტიმოდალური AI-ით, რაც საშუალებას გაძლევს, ხმის ან კამერის გაზიარებით მიიღო შესაბამისი პასუხები და შეასრულო ამოცანები აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.
Galaxy Z Fold7 სრულად იყენებს Galaxy AI-ისა და Gemini-ის მულტიმოდალურ ფუნქციონალს, რაც უზრუნველყოფს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ჭკვიან და შენზე მორგებულ გამოცდილებას.
Circle to Search ფუნქცია კი გაწვდის მყისიერ ინფორმაციას, ეკრანზე შემოხაზული ნებისმიერი ობიექტის შესახებ.
Galaxy Z Flip7 აძლიერებს AI შესაძლებლობებს მისი FlexWindow-ის მეშვეობით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ გარე ეკრანიდან მიიღონ Gemini Live სერვისები, შეამოწმონ Now Bar-ზე აპლიკაციის აქტივობები და ჰქონდეთ წვდომა პერსონალიზებულ განახლებებზე Now Brief-დან.
Galaxy Z Flip7 გთავაზობს ს მძლავრ ფუნქციონალს – კომპაქტური სმარტფონი, დიდი შესაძლებლობებით.
Samsung Galaxy Z Flip7 FE და უსაფრთხოება
Samsung-მა ასევე წარმოადგინა Galaxy Z Flip7 FE, რომელიც დასაკეცი სმარტფონის გამოცდილებას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხდის ხელმისაწვდომს. !!! Galaxy Z Flip7 FE-ს აქვს 6.7-ინჩიანი ძირითადი ეკრანი და 50MP FlexCam.
უსაფრთხოების კუთხით, ორივე მოწყობილობა დაცულია Knox Enhanced Encrypted Protection (KEEP)-ით, რომელიც ქმნის დაშიფრულ, აპლიკაციაზე მორგებულ ბაზას Knox Matrix უზრუნველყოფს პროაქტიულ დაცვას Galaxy ეკოსისტემაში, ხოლო Secure Wi-Fi გაუმჯობესებულია პოსტ-კვანტუმური კრიპტოგრაფიით, რაც კავშირებს საჯარო სივრცეებში არსებული Wi-Fi ქსელების გამოყენების დროსაც კი უსაფრთხოს ხდის.
ხელმისაწვდომობა
Galaxy Z Fold7-ისა და Galaxy Z Flip7-ის გაყიდვები სულ მალე დაიწყება. Galaxy Z Flip7 შემოთავაზებულია ლურჯ, შავსა და წითელ ფერში, ხოლო Galaxy Z Fold7 ხელმისაწვოდმია ლურჯ, შავსა და ვერცხლისფერ ფერებში.
უახლესი სმარტფონების ყიდვას, სულ მალე, საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან შეძლებ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ