9 ივლისს, Samsung Electronics-მა დღეს წარადგინა ახალი დასაკეცი სმარტფონები: Galaxy Z Fold7 და Z Flip7, რომლებსაც Galaxy AI-ის შესაძლებლობები სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს. მოწყობილობები აერთიანებს პრემიუმ დიზაინს, ინოვაციურ კამერებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რაც მომხმარებლებს ჭკვიანურ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
ულტრა დახვეწილი დიზაინი და გამძლეობა
Z სერიის ისტორიაში, ორივე მოდელი ყველაზე თხელი და მსუბუქი დიზაინით გამოირჩევა. Galaxy Z Fold7 (215 გრამი) და Galaxy Z Flip7 (188 გრამი) შექმნილია მეტი კომფორტისთვის.
აღსანიშნავია, რომ Galaxy Z Fold7 ყველაზე თხელი და მსუბუქი Fold მოდელია – მხოლოდ 4.2 მმ სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში.
Galaxy Z Fold7-ის ინოვაციური დიზაინი თხელი და მსუბუქია, რითაც მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს კიდევ უფრო დიდი ეკრანი და ნათელი ვიზუალური გამოსახულება.
Galaxy Z Flip7 იმდენად კომპაქტურია, რომ ჯიბეშიც კი უპრობლემოდ ეტევა.
გაუმჯობესებული Armor FlexHinge და Armor Aluminum Frame, ასევე გარე ეკრანების დამცავი გარსი – Z Fold7-ის Corning® Gorilla® Glass Ceramic 2 და Z Flip7-ის Corning® Gorilla® Glass Victus® 2 უზრუნველყოფს გამძლეობასა და ნაკაწრებისგან დაცვას.
Galaxy Z Fold7-ს აქვს 8-ინჩიანი Dynamic AMOLED 2x ძირითადი ეკრანი და 6.5-დუიმიანი გარე ეკრანი, რაც მათ იდეალურს ხდის მრავალფუნქციური მუშაობისთვის. Galaxy Z Flip7 გამოირჩევა გაუმჯობესებული 4.1-ინჩიანი Edge-to-Edge FlexWindow-ით, რომელიც საშუალებას გაძლევს, მარტივად შეამოწმო შეტყობინებები, გაგზავნო პასუხები და გადაიღო სელფები მობილურის გახსნის გარეშე.
ორივე ეკრანი აღჭურვილია 2,600 ნიტამდე სიკაშკაშით და Vision Booster-ით, ოპტიმალური ხილვადობისთვის მზიან გარემოში.
მძლავრი პროცესორი და გაუმჯობესებული კამერა
ახალი სმარტფონები აღჭურვილია Snapdragon 8 Elite for Galaxy (Fold7) და უახლესი 3nm პროცესორით (Flip7), რომლებიც სპეციალურად მორგებულია Galaxy AI-ის შესაძლებლობებზე, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას, რეალურ დროში თარგმნასა და გენერაციულ რედაქტირებას.
Galaxy Z Flip7-ის ელემენტი მუშაობს კიდევ უფრო ხანგრძლივად, ხოლო FlexCam ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს სელფები ნებისმიერი კუთხიდან – სწრაფად და მარტივად.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კამერის შესაძლებლობებიც:
