ამერიკულმა კომპანია Salesforce Inc. -მა მონაცემებთან მუშაობისთვის გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანია Informatica Inc.-ის 8 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, – განაცხადა კომპანიამ.
ღრუბელზე დაფუძნებული საწარმო ბიზნეს თანამშრომლობის გადაწყვეტილებების მიმწოდებელი Salesforce, Informatica-ს აქციაში 25 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც 22 მაისის დახურვის ფასთან შედარებით 30%-იან პრემიას წარმოადგენს. გარიგება, სავარაუდოდ დაიხურება, მომავალი ფინანსური წლის დასაწყისში, რომელიც თებერვალში იწყება.
