Sairme Hotels & Resorts -ი 2026 წელს ახალ სასტუმროს გახსნის

სასტუმრო კომპლექსს Sairme Hotels & Resorts-ს კომპლექსს მომავალ წელს 104-ნომრიანი ახალი სასტუმრო შეემატება. ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის მმართველი კომპანიის „კა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მშენებლობა უკვე დასრულებულია და ახლა უკვე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ახალი სასტუმრო 104 ნომრიანი იქნება და 284 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ. ობიექტის სახელი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ის განსხვავებულ სეგმენტზე იქნება გათვლილი. მაგალითად, დღეს თუ მომხმარებელს სამჯერად კვებას ვთავაზობთ განთავსებით, ამ სასტუმროში მხოლოდ საუზმის სერვისი იქნება. ამასთან სარესტორნო მომსახურება.
ახალი სასტუმრო უფრო ახალგაზრდა სეგმენტზე იქნება გათვლილი, ხოლო სასტუმროს მთავარი კორპუსი ძირითადად სამკურნალოდ ჩამოსულ სტუმრებს მოემსახურება“, – თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, ახალ სასტუმროს ღია და დახურული აუზი, ასევე სპა ცენტრი და ღია რესტორანი ექნება, სადაც “ა ლა კარტე” მენიუ იქნება შეთავაზებული. რაც შეეხება ინვესტიცია, ამ დროსათვის ინვესტიციის ზუსტი მოცულობა არ სახელდება.