Rzeczpospolita: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეაჩერა გერმანული ჭურვების პოლონეთისთვის მიწოდება, ისინი უკრაინაში რომ არ მოხვდეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ შეაჩერა საარტილერიო ჭურვების პოლონეთისთვის მიწოდება გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის ამ ქვეყანაში განთავსებული ქარხნიდან.
მიზეზი ამისა, პოლონეთში გამომავალი გაზეთის, Rzeczpospolita-ს თანახმად, შეშფოთებაა, რომ საბრძოლო მასალა შეიძლება ში მოხვდეს.
გამოცემის თანახმად, ვარშავამ 155-მმ კალიბრის 50 ათასი ჭურვი შეუკვეთა თავისი მარაგების შესავსებად ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ მალევე.
პოლონეთს ჭურვები არ მიუღია. შეიარაღების ეროვნულ სააგენტოში გაზეთს უთხრეს, რომ კონტრაქტი 2023 წლის აგვისტოში გააუქმეს „ქვეკონტრაქტორის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.“
როგორც Rzeczpospolita წერს, პოლონეთს შეუძლია წელიწადში 30 ათასი ჭურვი აწარმოოს იმ პირობით, თუ ქვეკონტრაქტორები – ძირითადად დან, სრულად შეასრულებენ ვალდებულებას.
2023 წლის მარტში მთავრობამ მიიღო საიდუმლო დადგენილება საბრძოლო მასალის წარმოების გაფართოების და მისი შესყიდვის შესახებ, წერია სტატიაში.
ახლა ვარშავა ყიდულობს საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეაში და საკუთრით პოლონეთში შეიძლება აშენდეს საარტილერიო ქარხანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში

ნათია მეზვრიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე – საუბნო, საოლქო კომისიებში, დაკომპლექტებულია მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივით – გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი