Ryanair-ი პოლონეთიდან ახალ მარშრუტებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა გამოაცხადა თავისი გეგმები ზაფხულის სეზონისთვის: გადამზიდავი რამდენიმე ახალ ევროპულ მიმართულებას იწყებს.
ვარშავიდან ალბანეთის ქალაქ ტირანამდე ფრენა უკვე შესაძლებელი იქნება. ფრენა 2 საათი 10 წუთი გრძელდება, ბილეთები კი 25 ევროდან იწყება.
Ryanair ასევე იწყებს ფრენებს კრაკოვიდან შოტლანდიის ქალაქ აბერდინში. ფრენის დრო 2 საათი 40 წუთი იქნება, ბილეთის ფასი კი 16 ევროდან იწყება.
34travel.me